ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა

11 Sep 2021 14:59

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლეკიანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები დასრულდა.


სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები დაშემკრები არხები მოწესრიგდა, ჯამში 11 კილომეტრი. 


შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღადგინა. სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები კომპანიამ საკუთრი ძალებით განახორციელა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი