სიღნაღის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება

11 Sep 2021 15:11

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზი ბეგიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.


მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ მაღაროს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატთან, ილია ბაიდოშვილთან ერთად შეხვდა.


მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.


„ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით ყოველდღიურ რეჟიმში და მათგან ვისმენთ მოსაგვარებელ საკითხებს. არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად განვახორციელებთ სიღნაღის მუნიციპალიტეტში,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი