ზურაბ ქადაგიძე: თუ მანამდე არსებობდა კითხვის ნიშნები, ახლა საზოგადოება დარწმუნდა, რომ გახარიას სავარაუდოდ ძალიან ახლო კავშირი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან

11 Sep 2021 16:05

თუ მანამდე არსებობდა კითხვის ნიშნები, ახლა უკვე საზოგადოება ბევრ რამეში დარწმუნდა. პირველ რიგში კი დარწმუნდა იმაში, რომ გახარიას სავარაუდოდ ძალიან ახლო კავშირი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.


„თემამ, რომელიც სრულიად უწყინარ ინიციატივას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას მოჰყვა, გახარია მორევში ჩაითრია. ამ კითხვაზე ყველაზე მეტად ღიზიანდება, ამ კითხვის დროს ყველაზე მეტს ნერვიულობს და ამ თემაზე საუბრისას ყველაზე მეტად აგრესიულია. ახლა, სავარაუდოდ, ეცდება დროის გაწელვას და რომ დარწმუნდება ნარკოტესტის პასუხის სათავისოდ გამოყენებაში, მერე მიაკითხავს სამხარაულს“, - წერს ქადაგიძე.


თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი წარმატებით გაიარა. კახა კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს. ექსპრემიერი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს.


წყარო:   "imedinews.ge "




კომენტარები:

ფართი შოპი