"ქალო შეწვი კარტოფილი და მერე მარილი მოაყარე, ზომიერად... ხოდა, კარგი იქნება, თუ შეეშვებით პოლიტიკას და იმ საკითხებზე მსჯელობას, რაც არ იცით და არც გაგებაში არ ხართ რა... მართლა გადარევა შეიძლება, ისეთები იწერება აქ, ფეისბუქში...
საინტერესოა ასევე ისიც, ამ ჩვენს ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, რატომ დამკვიდრდა ტენდენცია, ყველა რომ იცავს ახალგაზრდა მკვლელს და ტერორისტს, მაგრამ იმ ახალგაზრდების მიერ ამოხოცილი ხალხი კი, ყველას ფეხებზე ჰკიდია... არცერთ ქვეყანაში, ისე არ ეტრფიან ტერორისტებს, როგორც აქ, საქართველოში... ამის მაგალითი, მაჩალიკაშვილის საქმეა... მაჩალიკაშვილი, რომელიც ლამის გმირად შერაცხეს და ტერორისტების მიერ მოკლული სპეცრაზმელი კი, არავის გახსენებია... აი, ასეთი "სამართლიანი" ხალხი გავხდით ჩვენ, ამ ბოლო დროს, , სამწუხაროდ!...მოკლედ, შეწვით ქალებო კარტოფილი და ნუ დაწვავთ!"