რა შეიცვლება ტაქსის მძღოლებისთვის, რეფორმის მესამე ეტაპზე? - ხმალაძის განმარტება

11 Sep 2021 18:25

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება.

როგორც ხმალაძემ #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა, რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობა და შეხვედრები მიმდინარეობს ტაქსების კომპანიებთან, რომ რეფორმა მათთან ერთად დაიგეგმოს.

„რეფორმის მესამე ფაზა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომელიც მთლიანად მორგებულია ტაქსისტების სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნასა და გაუმჯობესებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ფაზა იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის მომხმარებლისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ხარისხიანი მომსახურეობა მიიღონ“, - განმარტა ხმალაძემ.

მისი თქმით, დღეისთვის ქალაქში 30 ათასამდე ტაქსი გადაადგილდება, როგორც A, ისე, B კატეგორიის.




კომენტარები:

ფართი შოპი