ირაკლი ღარიბაშვილი - აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მეუფე თეოდორეს ინიციატივით და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი

11 Sep 2021 20:06

მეუფე თეოდორესთან ერთად, დავათვალიერეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და მეუფე თეოდორეს მადლობა გადაუხადა.


„ამ ტაძრის აღდგენა, სწორედ მეუფე თეოდორეს ინიციატივით დაიწყო.  მე მინდა მეუფეს მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ფონდ ქართუს“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ამ სამუშაოებს და ძალიან მალე დასრულდება”, - აღნიშნა პრემიერმა.




კომენტარები:

ფართი შოპი