“ხარაგაულში, 11 მაჟორიტარული ოლქიდან, 8 "ლელოს" სახელით იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილის თქმით, “ლელო” არის გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული საბრძოლო განწყობა.
“ყველა სოფელში თუ დასახლებაში, გვყავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც თავის სამსახურს სთავაზობს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს." - დავით უსუფაშვილი.
"ლელო საქართველოსთვის" ხარაგაულში, მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატების სიაც წარადგინა:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - მაია შავიძე; ვარძიის, ხიდარის, წყალაფორეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - საშიკო ხიჯაკაძე; მოლითის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ქეთევან ლაცაბიძე;
კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ვიტალი ორლოვი;
საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ხვიჩა გურგენიძე; ხულევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ომარ გაგოშიძე; ბორითის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ნიკოლოზ ბირკაძე; ვახან-ლეღვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ინგა მაღრაძე.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, 11 მაჟორიტარული ოლქიდან 8 “ლელოს” სახელით იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ "ლელო" არის გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული საბრძოლო განწყობა.
"მეამაყება, რომ მე ვიმყოფები ახლა მუნიციპალიტეტში, რომელშიც "ლელოს" წარდგენილი ყავს მერობისა და თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი. ყველა სოფელში და ყველა დასახლებაში კონკრეტული ადამიანი სთავაზობს თავის სამსახურს ჩვენს თანამოქალაქეებს.
მიხარია, რომ ვხედავ გუნდს, რომელშიც არის წარმოდგენილი დიდი, ათწლეულების გამოცდილება. ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და ძალიან მიხარია, რომ 8 მაჟორიტარიდან 3 ქალია და იბრძვის ამ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში. ეს არის უკვე შემდგარი გუნდი, აქ არის ყველა მებრძოლი და შემართული ადამიანი თავისი გამოცდილებით და თავისი განვლილი გზით,”-დავით უსუფაშვილი.
პარტიამ ასევე, ხარაგაულში “ლელოს" მერობის კანდიდატი მიხეილ ჭიპაშვილი წარადგინა.
“ადამიანი, რომელსაც ხარაგაულში არ სჭირდება წარდგენა, რადგან ის დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საკრებულოში, გამგეობაში, გამგეობის სხვადასხვა მიმართულების სამსახურებში თავისი კონკრეტული საქმით, თავისი ოჯახით და არის მუდმივად შემართებით!" - დავით უსუფაშვილი.