“კალაძის საპასუხოდ - 4 წლის განმავლობაში ქალაქში ქაოტური მშენებლობების წილი არ შემცირებულა და ქალაქს გამწვანებული ზონები არ შემატებია" - ანა ბიბილაშვილი

11 Sep 2021 20:59

“ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, კალაძის განცხადებას, რომ ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები რეკრეაციული ზონის ხარჯზე არ აშენდება, დაცინვას უწოდებს. 


ბიბილაშვილის თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში ქაოტური მშენებლობების წილი არ შემცირებულა და ქალაქს გამწვანებული ზონები არ შემატებია, მოქმედი მერის განცხადება არის ხალხის დაცინვა.


როდესაც კალაძის განცხადება, მისი  ხალხის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, მმართველობის 4 წლის თავზე, რომ საცხოვრებელი კორპუსები, რეკრეაციული ზონის ხარჯზე არ აშენდება, ეს არის მოსახლეობის დაცინვა და კიდევ ერთი პარალელური რეალობა, რომელშიც მას სურს რომ გადაგვიყვანოს. რეალურად ბოლო 4 წლის განმავლობაში, 8 მლნ. კვადრატულ მეტრზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა და ეს ნებართვები, სრულიად გაუაზრებლად მოხდა. 


ქალაქის ამჟამინდელ მერს, არ გააჩნია ქალაქის მართვის ურბანული პოლიტიკა. არ იცის, როგორ უნდა განვითარდეს  ქალაქი ისე, რომ არ დაზიანდეს მწვანე ზონა. ამ დროს კი ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა, იმისთვის რომ მწვანე სივრცეების ხვედრითი წილი გაზრდილიყო. 


ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ხედვა “თბილისის მარშალის გეგმით” - როგორ უნდა გავზარდოთ მწვანე ზონები ქალაქში, როგორ შევქნათ სამი დიდი პარკი, რომელსაც მოსახლეობა რეალურად გამოიყენებს,” - ანა ბიბილაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი