დღეს, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ჩოხატაურში ადგილობრივებს შეხვდა და მათ მერობის კანდიდატი მალხაზ ჩხიკვაძე წარუდგინა.
უსუფაშვილის განცხადებით, მერობის კანდიდატი, მალხაზ ჩხიკვაძე, არის ადამიანი რომელიც მართლა საქმის მკეთებელი, უღალატო და შრომისმოყვარეა. მან იცის ადგილობრივი პრობლემები, მათი მოგვარების გზები და ბიუჯეტიც. იცის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მუაობის პრინციპი. არის კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც უნდა თავისი შესაძლებლობები საკუთარ კუთხეს მოახმაროს.
ადილობრივებს დავით უსუფაშვილმა ასევე ჩოხატაურის “ლელოს“ პარტიული სიის წევრები წარუდგინა ლევან გეგეშიძე, ვარდო ანდღულაძე, თეიმურაზ ჩხიკვიშვილ, იამზე შათირიშვილი, ვიტალი კილასონია, ქეთევან სიხარულიძე და გვანცა კილასონია.