კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ მომავალი წლიდან დაინერგება

13 Sep 2021 14:15

თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ 2022 წლიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.


მან აღნიშნული სისტემის ამოქმედების მიზანზე და უპირატესობებზე ისაუბრა.


„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“  მთავარი უნარებია - გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით, სპეციალური რეჟიმებისა და გადაწყვეტების შემუშავება და მისი შემდგომი ანალიზი. 


სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტებისა და საცობების იდენტიფიცირება და მისი დარეგულირების მიზნით, ავტომატურად სპეციალური რეჟიმის შექმნა/განხორციელება. ასევე, მისი უნარია საზოგადოებრივი და სპეციალური ტრანსპორტის იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათი სწრაფად გადაადგილების მიზნით, სპეციალური დერეფნების გათავისუფლება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


ვიცე-მერის განმარტებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ გზებზე უსაფრთხოების დაცვასა და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.


„აღნიშნული სისტემის მიზანია - გზებზე უსაფრთხოების დაცვა, საცობების და მგზავრობის დროის შემცირება, მოძრაობის საშუალო სიჩქარის გაზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 


ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მომხმარებლები არიან მსოფლიოს განვითარებული ქალაქები: სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და კოპენჰაგენი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი