შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში ყველაფერი იქნება მარტივად, მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა

13 Sep 2021 15:15

სამწუხაროა, თუკი საქართველოში 40 ათასი ადამიანი არსებობს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლო განაჩენი რომ აღსრულდეს, წინააღმდეგი იქნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ჩარკვიანის მიერ შექმნილ ორგანიზაციაში „საერთო სახალხო მოძრაობა“ 40 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს 17-ჯერ აქვს ასეთი განცხადება გაკეთებული ანუ 17-ჯერ აპირებდა ჩამოსვლას და არცერთხელ არ ჩამოვიდა.


მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც გასამართლებულია საქართველოში - სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას 3 წელი აქვს მისჯილი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვფიქრობ, ფიქრობს იმაზე, რომ ეს განაჩენები აღსრულდეს. თუკი ის მოხვდება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, მოხდება ამ განაჩენების აღსრულება.


სამწუხაროა, თუკი საქართველოში 40 ათასი ადამიანი არსებობს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლო განაჩენი რომ აღსრულდეს იქნებოდა წინააღმდეგი. არ მგონია, რომ საქართველოში ამდენი ადამიანია, იმის მომხრე ან იმის წინააღმდეგ რომ ეს განაჩენი აღსრულდეს. ვფიქრობ, რასაც ემსახურება, გასაგებია - გარკვეული აჟიოტაჟის აწევას. ყველაფერი ეს: დაბრალება, დისკრედიტაცია, ტემპერატურის აწევის მცდელობა არის იმიტომ, რომ ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მე-8 არჩევნებზე დამარცხდება და ეს იქნება საბოლოო მარცხი, დიდი ალბათობით. სინამდვილეში კი ყველაფერი იქნება მარტივად, მიხეილ სააკაშვილი ამ ტერიტორიაზე არ ჩამოვა!“- განაცხადა პაპუაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი