წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

13 Sep 2021 16:39

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, რეაბილიტაცია  წავკისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას ჩაუტარდა.


მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში,  საგზაო ინფრასტრუქტურა 6 500 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.


აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომლის არარსებობაც, უხვი ნალექის დროს საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას აფერხებდა. 


საგზაო სამუშაოები კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარი გამოიყო.



კომენტარები:

ფართი შოპი