ნინო წილოსანი: პარლამენტის გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე მუშაობა, პრაქტიკულად, ფინალურ ეტაპზეა

13 Sep 2021 17:09

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა.


საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე მუშაობა  დასასრულს მიუახლოვდა. 

 

„დღეს, პრაქტიკულად, ამ შეხვედრების ფინალური ეტაპია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პროდუქტი, რომელსაც  საქართველოს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასებასთან დაკავშირებით წარვადგენთ, მისაღები იქნება პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის და რაც შეიძლება დროულად დავნერგავთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


მისი თქმით,  გენდერული ბიუჯეტირება საპარლამენტო საქმიანობაში გენდერული პრიორიტეტებისა და საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინებას გულისხმობს.

 

„ძალიან კარგი საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის მიხედვით და გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენი ექსპერტი  აღნიშნულ საკითხს ამუშავებს. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა პარლამენტის აპარატთან იმისთვის, რომ კონცეფცია და პრინციპი, რის მიხედვითაც  შეფასებას  მოვახდენთ, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე იყოს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პარტნიორი დონორი ორგანიზაცია UNDP-ის წარმომადგენლები.




კომენტარები:

ფართი შოპი