გიორგი ღიბრაძე-სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია თავისი სტატუსი განსაზღვროს და გაუზიაროს სხვა ადამიანს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ

13 Sep 2021 18:36

სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია თავისი სტატუსი განსაზღვროს და გაუზიაროს სხვა ადამიანს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა.


ღიბრაძემ აღნიშნა, პირი, რომელსაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვს ჩატარებული, ან აქვს 72 საათის ვალიდური PCR ტესტი, ან აქვს 24 საათის ვალიდური სწრაფი ტესტი, ან უკანასკნელი 6 თვის მანძილზე აქვს გადატანილი კოვიდ ინფექცია, გარშემომყოფებისვის უსაფრთხოდ ითვლება.  


„აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია თავისი სტატუსი განსაზღვროს და ეს სტატუსი გაუზიაროს სხვა ადამიანს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ. სტატუსი გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული, ან 72 საათის ვალიდური PCR ტესტი აქვს, ან 24 საათის ვალიდური სწრაფი ტესტი აქვს ან უკანასკნელი 6 თვის მანძილზე აქვს გადატანილი კოვიდ ინფექცია. ამ შემთხვევაში მისი სტატუსი არის, პირობითად დავარქვათ, „მწვანე სტატუსი“ და ის უსაფრთხოა ყველა გარშემო მყოფისთვის. შესაბამისად, თუ მას აქვს საჭიროება ამ სტატუსის განსაზღვრისა და ვინმესთვის ჩვენების, ამ აპლიკაციის მეშვეობით მას აღნიშნული სტატუსის დადასტურება შეუძლია“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი