გეგელია: "საარჩევნოდ ევროპარლამენტის დელეგაციაში 7 ევროპარლამენტარი იქნება"

13 Sep 2021 19:11

"ლელო საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას ცნობით, ევროპული პარლამენტის სადამკვირვებლო მისიაში 7 ევროპარლამენტარი და პარლამენტის ადმინიტრაციული თანამშრომლები იქნებიან.


"ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამხელა პოლიტიკური მნიშვ0ა4ნელობა ენიჭება ამ არჩევნებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. არჩევნებს დააკვირდება არამარტო ეუთო/ODHIR-ის მასშტაბური წარმომადგენლობა, IRI და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, არამედ თავად ევროპარლამენტარებიც.


დასავლეთი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს ევროპარლამენტარები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართველი ერის გეოპოლიტიკური არჩევანი და  ამ ხელისუფლების კურსი აცდენილია ერთმანეთს. ახლა არის ის უნიკალური მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი ცივილიზაციური არჩევანი  ამ სახელმწიფოს მომავლისა და პერსპექტივის გადასარჩენად"


კომენტარები:

ფართი შოპი