გიორგი გახარია: იყო მცდელობა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ეს ინფორმაცია უკვე გვქონდა თუ როგორ და რა სახის პროვოკაცია მზადდებოდა ამ ტესტთან დაკავშირებით და კერძო ლაბორატორიების მიმართვა, რომ არ გავხადოთ სპეკულირების საგანი - დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ევროპულ ლაბორატორიას მივმართავთ

14 Sep 2021 11:44

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღევანდელი ბრიფინგის შემდგომ პალიტრანიუსის ეთერშიც ისაუბრა ინფორმაციაზე, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელების მხრიდან სამხარაულის ეროვნულ ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა.


„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია - იყო მცდელობა, რომ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ უკვე ეს ინფორმაცია გვქონდა, თუ როგორ და რა სახის პროვოკაცია მზადდებოდა ამ ტესტთან დაკავშირებით და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება,  ამიტომ ვთქვით, რომ საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქმედებებში. და რომ არ გავხადოთ სპეკულირების საგანი კერძო ლაბორატორიების მიმართვა - დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ევროპულ ლაბორატორიას მივმართავთ. “ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


„ეს ჩემთვის მძიმეა - 24 საათით უნდა გამოვეთიშო კამპანიას. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი გეგმა იყო, მაგრამ რა ვქნათ - რადგან  ქართულ პოლიტიკაში ნარკოტესტის საკითხი შემოიჭრა ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, გამოდის ამას უნდა ვუპასუხოთ. უბრალოდ, ძალიან არაღირსეულად მოხდა ეს ყველაფერი.“ - ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

წამყვანის ჩაკითხვაზე ვინ „შემოაგდო“ ეს თემა და იყო თუ არა ეს კალაძე - გახარია პასუხობს რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოაგდო - ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეს იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ის იყო გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი. ფაქტი იყო შემდეგი: ამ საკითხის ირგვლივ დაირაზმა მთელი პროპაგანდა, კონკრეტული მედიასაშუალებები, შემდგომ ვიღაც ექსპერტები და შემდგომ ეს ინფორმაცია კონკრეტული სპეციალური სამსახურების მიერ მიზანმიმართულად რიგით მოქალაქეების დონეზე ილექებოდა რეგიონებში.“ - განაცხადა გახარიამ პალიტრანიუსის ეთერში.




კომენტარები:

ფართი შოპი