გიორგი გახარია: „პირველი ტყუილი იყო, რომ გახარიამ ნამახვანი და ქართული მიწა გაყიდა, მეორე იყო რომ გახარია კეზერაშვილს შეეკრა, მესამე იყო რომ გახარია სააკაშვილს შეხვდა, მეოთხე იყო, რომ გახარია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, მეხუთე იყო ეს ნარკოტიკი. მეექვსესაც და მეშვიდესაც რაღაცას მოიფიქრებენ’’

14 Sep 2021 11:50

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დღეს პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. გიორგი გახარიამ ბოლო თვეების განმავლობაში მის წინააღმდეგ გავრცელებული ფეიქნიუსები და ბრალდებები ჩამოთვალა.


„ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველი ტყუილი იყო, რომ გახარიამ ნამახვანი და ქართული მიწა გაყიდა, მეორე იყო რომ გახარია კეზერაშვილს შეეკრა, მესამე იყო რომ გახარია სააკაშვილს შეხვდა, მეოთხე იყო რომ გახარია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა ქვეყანაში, მეხუთე იყო ახლა ეს ნარკოტიკი. 


ნუ, მეექვსესაც და მეშვიდესაც რაღაცას მოიფიქრებენ - მეც იძულებული ვიქნები ამას ყველაფერს ვუპასუხო, ოღონდ ვუპასუხო წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე. ბოლო 4 თვის განმავლობაში აი რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი დამაბრალეს.“ - განაცხდა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე კიდევ იქნება თუ არა ასეთ ბრალდებები, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ დარწმუნებულია, რადგან  მათი ფანტაზია შორს მიდის, თუმცა ის და მისი გუნდი ნებისმიერ პროვოკაციას ღირსეულ პასუხს გასცემენ.
„ზოგიერთის ფანტაზიას შეზღუდვები და საზღვრები, როგორც ჩანს, არა აქვს. რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ჩვენ ღირსეულ პასუხს გავცემთ ნებისმიერ მსგავს პროვოკაციას.“ - განაცხადა გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი