სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა, ცოტა ხნის წინ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.
მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება.