გიორგი გახარია: „ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, მაგრამ ფორმატს სადაც 16 ადამიანი გამოთქვამს აზრს - დებატი არ შეიძლება დაერქვას - ეს არის დებატის პაროდია. თუ ვინმეს უნდა ეს გამოსავალი იპოვოს, მისი ნებაა. მაგრამ ჯობია ვაჟკაცურად თქვა „არ მინდა დებატები“

14 Sep 2021 12:08

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღევანდელი ბრიფინგის შემდგომ პალიტრანიუსის ეთერშიც ისაუბრა და მის მიერ შეთავაზებულ პირისპირ და ერთი-ერთზე დებატებში დაჯდომის სანაცვლოდ კახა კალაძის მიერ გაჟღერებულ საერთო დებატებით შემოფარგვლის წინადადებასაც შეეხო.


„მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, მაგრამ ფორმატს, სადაც 16 ადამიანი გამოთქვამს თავის აზრს - დებატი არ შეიძლება რომ დაერქვას. ეს არის პაროდია დებატზე და თუ ვინმეს უნდა, რომ ეს გამოსავალი იპოვოს, რომ ამას დაარქვას დებატი - ეს მისი ნებაა. მაგრამ ჯობია ვაჟკაცურად თქვა, რომ „არ მინდა დებატები“. ფორმატს, რომელზეც საუბარია 16 კანდიდატთან ერთად - დებატები დავარქვათ, არასერიოზულია. ეს არის თბილისელების უპატივცემულობა, იმიტომ, რომ ეს არ არის შესაძლებლობა თბილისელს მისცე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.  გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ თბილისელი ამომრჩევლისთვის - ეს ხომ უკეთესი პირობაა იმასთან შედარებით, ვიდრე 16 ადამიანი წუთ-ნახევარი - 2-2 წუთი გამოთქვამს თავის აზრს და ერთმანეთს რაღაც ფორმალურ კითხვას დაუსვამს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი