გიორგი გახარია:„პანკისში ვიცავდით კონკრეტულ ადამიანებს - სამოქალაქო პირებს, მშენებლებს და რა თქმა უდნა ეს უნდა გაგვეკეთებინა. ჩემი მოვალეობა იყო, როგორც კი კრიზისი შეიქმნა ჩავსულიყავი და მომეგვარებინა ისე როგორც გვარდებოდა და ეს გავაკეთე“

14 Sep 2021 12:11

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღევანდელი ბრიფინგის შემდგომ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. გიორგი გახარია პანკისის ოპერაციის საკითხსაც შეეხო, რომელზეც ოცნების წევრები ამტკიცებენ, რომ გახარიას ცუდი ხელმძღვანელობის გამოვლინება იყო. 


„პანკისის შემთხვევაში ვიცავდით კონკრეტულ ადამიანებს - სამოქალაქო პირებს, მშენებლებს, რომლებსაც ჰქონდა კონკრეტული დავალება - და რა თქმა უდნა ეს უნდა გაგვეკეთებინა. ამან რა უხეში ფორმებიც მიიღო, სამწუხაროდ ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო და პოლიციამ მაშინ, ბოლომდე შეასრულა ვალდებულება დაეცვა რიგითი მოქალაქეები ერთმანეთისგან.“- განაცხადა გახარიამ.


წამყვანის შეკითხვაზე, თუკი გიორგი გახარიამ მოლაპარაკებით შეძლო სიტუაციის განმუხტვა, მაშინ თავიდანვე რატომ არ იყო მოლაპარაკება, რომ დაპირისპირება საერთოდ არ განვითარებულიყო - გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს სხვა უწყებების კომპეტენცია იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი პროცესში ჩაერთო მოქალაქეების დასაცავად დაპირისპირებისგან. 


„ეს სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მოვალეობები იყო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. პოლიციის ვალდებულება იყო ნებისმიერ ფასად დაეცვა სამოქალაქო პირები და ჩემი მოვალეობა იყო, როგორც კი კრიზისი შეიქმნა ჩავსულიყავი და მომეგვარებინა ისე როგორც გვარდებოდა და ეს გავაკეთე’’ - განაცხადა  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.




კომენტარები:

ფართი შოპი