“კანდიდატებს ვურჩევ პოლიტიკურ გადაძახილს მოეშვან და ქალაქისთვის სასარგებლო საქმე აკეთონ” - ანა ბიბილაშვილი

14 Sep 2021 12:14

“ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, ოპონენტების მიერ ერთმანეთის დებატებში მიწვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა კი არა რეალური საქმის კეთებაა მნიშვნელოვანი, ადამიანისა და ქალქისთვის. 




მისივე თქმით,  დღეს ზოგიერთი კანდიდატი ვერ იაზრებს იმას, თუ რა სჭირდება ქალაქს და აქ მაცხოვრებელ ადამიანს. ბიბილაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, თითოეულ კანდიდატთან  დებატები გამართოს, თუ მათი საუბარი რეალური პრობლემების მოგვარებასა და თბილისის განვითარების ხედვას შეეხება, რომელიც დღეს მხოლოდ მის პარტიას აქვს. 




“ვწუხვარ,  რომ ზოგიერთი კანდიდატი ვერ იაზრებს იმას, თუ რა სჭირდება ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანს. ჯობია პოლიტიკურ გადაძახილს მოეშვან და საქმე აკეთონ რეალურად. ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ქალაქის მმართველობა თავის ხელში აიღოს და ადამიანის საკეთილდღეოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, ვალდებულია დაჯდეს დებატებში და დაამტკიცოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური  ხედვა. თითოეულ კანდიდატს დავუჯდები დებატებში, ერთად იქნებიან თუ ცალკე არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული პასუხები ადამიანების საჭოროებაზე,  კონკრეტული ხედვა ქალაქის განვითარებაზე და თუ ვინმეს ამაზე პასუხები გააჩნია ძალიან კარგად გამოჩნდება დებატებში,"-აცხადებს ბიბილაშვილი. 


"ლელოს" მერობის კანდიდატი იმასაც უსვამს ხაზს, რომ თითოეული კანდიდატი ვალდებულია პასუხისმგებლიანად მოექცნენ იმ პროცესებს რომელშიც არის ქვეყანა და თბილისი. 


შესაბამისად ყველ უნდა დავსხდეთ დებატებში და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე,  რომელიც ქალაქს გააჩნია. სამწუხაროდ, არც ისეთი ცოტა პრობლემა აქვს თბილისს. ვიზრუნოთ ქალაქზე, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.


კომენტარები:

ფართი შოპი