დღეს, ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და აკაკი ბობოხიძემ სამტრედიის მერობის კანდიდატი, ჟუკიანა ფოფხაძე წარადგინეს

14 Sep 2021 13:19

"იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასეთი გამორჩეულია, საქმიანი უნარჩვევებით, საქმიანი თვისებებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით, როგორიც ქალბატონი ჟუკიანაა."-აკაკი ბობოხიძე "მინდა წარგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ქალბატონი ჟუკიანა ფოფხაძე. მე წილად მხვდა ბედნიერება საპარლამენტო არჩევნებში ვყოფილიყავი თანამებრძოლი ქალბატონ ჟუკიანასთან ერთად და მინდა გითხრათ რომ იშვიათად შემხვედრია პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის ადამიანი როგორიც არის ქალბატონი ჟუკიანა, საქმის ერთგულებით, საქმიანი უნარჩვევებით, საქმიანი თვისებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ეს არის უზარმაზარი კაცთმოყვარეობის, ადამიანის მოყვარეობის გრძნობით სავსე ადამიანი. 


მინდა მას წარმატებები ვუსურვო, გამარჯვება ვუსურვო." -განაცხადა "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენისას სიტყვით გამოსვლაზე


"სამტრედიაში არის ის პრობლემები, რაც ზოგადად არის საქართველოში მიგრაციის პრობლემა, პრაქტიკულად დაცლილია ქალაქი, ასევე საწრეთ სანიაღვრე სისტემების პრობლემა და წლებია ეს პრობლემები მოუწესრიგებელია, კანალიზაციის პრობლემა, რომელსაც დიდი ხანია ვერ აწესრიგებენ, არ უნდა იფიქრონ მოქალაქეებმა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებზე მისვლა უმნიშვნელოვანესია." - ჟუკიანა ფოფხაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი