„ტოტალური მოსმენები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ასეთ ქვეყნებში ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება“ - გიგი წერეთელი

14 Sep 2021 13:43

„ეს ხელს უშლის არა მარტო საზოგადოებრივ სიმშვიდეს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი გავრცელებულ ინფორმაციას „სუსის“ მიერ ტოტალურ მოსმენებზე


“საქართველოში მოსმენებმა მიაღწია აბსოლიტურად მიუღებელ, კრიმინალურ ზღვარს. ეს ხელს უშლის არა მარტო საზოგადოებრივ სიმშვიდეს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ისეთ ქვეყანაში, სადაც გადაბირებაზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტოტალური მოსმენებია ყველასი, სადაც იყენებენ ამას ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, შემდეგ ადამიანებისთვის, ვინც უნდათ მერობის კანდიდატებად დააყენონ, საერთოდ ნებისმიერ სფეროში სწორედ ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ასეთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება, ამიტომ სწორედ ეს არის კიდევ ერთ-ერთი მოტივაცია ყველასთვის, რომ ამგვარი მმართველობა, ამგვარი მიდგომები 2 ოქტომბრის შედმეგ უნდა დასრულდეს საქართველოში.”- განაცხადა წერეთელმა


ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლიდანაც ვიგებთ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ მოსმენებს ახორციელებს.




კომენტარები:

ფართი შოპი