“ქართული ოცნება” და მისი სპეცსამსახურები ფაქტობრივად ყველაფერს უსმენენ, საძინებლებში უვარდებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ“ - ლაშა დამენია

14 Sep 2021 15:15

„ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ლილუაშვილი, რომელმაც ახლა არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი და სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ლაშა დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა


„საქართველოში, “ქართული ოცნება” და მისი სპეცსამსახურები ფაქტობრივად ყველაფერს უსმენენ, საძინებლებში უვარდებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ლილუაშვილი, რომელმაც ახლა არჩევნებამდე უნდა აგოს პასუხი და სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან, რაც შეეხება მთლიანად “ქართულ ოცნებას” ამუტიფრობისთვის, რასაც დღეს საქართველოში სჩადიან, 2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა გასცემს საკადრის პასუხს და ისინი აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან ამ არჩევნებში“ - განაცხადა დამენიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი