„ღარიბაშვილი ციხეში უნდა იჯდეს“ - ლაშა დამენია

14 Sep 2021 15:19

„ქართული ოცნება“ და მისი დამქაშები პასუხს აგებენ ყველა დანაშაულისთვის ქართველი ხალხის წინაშე.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ლაშა დამენია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას


“სწორედ რომ ნულოვანი კომპრომისი იქნება და ამას საქართველოს მოსახლეობა 2 ოქტომბერს დაუმტკიცებს “ქართულ ოცნებას”. ამ საზიზღრობისთვის, ამ უტიფრობისთვის, ამ სინდის-ნამუსგარეცხილობისთვის “ქართული ოცნება” და პირადად ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს საკადრის პასუხს. ღარიბაშვილი დღეს ციხეში უნდა იჯდეს 5-6 ივლისის მოვლენების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო აი ასეთ გამოუვალ მდგომარეობამდე, ხრამამდე მიიყვანა ქვეყანა.” - განაცხადა დამენიამ


ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ იქნება ნულოვანი კომპრომისი და ყველა ქვეყნის მოღალატესა და მტერს საკადრისი პასუხი გაეცემა.




კომენტარები:

ფართი შოპი