ნინო წილოსანი: გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული სახელფასო სხვაობის იდენტიფიცირების მეთოდოლოგიაზე და მისი აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობს

14 Sep 2021 17:28

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ  გენდერული სახელფასო სხვაობისა და თანაბარი ანაზღაურების საკითხებზე  სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, თითქმის ყველა ქვეყნის შემთხვევაში, იკვეთება გენდერული სახელფასო სხვაობა, რასაც სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს  და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

 

„თანაბარი ანაზღაურების უფლება ყველა ქალს აქვს.  ჩვენ,  სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,  თანაბარ ანაზღაურებაზე  შრომის კოდექსში გაჩენილ ჩანაწერს მივყვებით და ვმუშაობთ სახელფასო სხვაობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის შერჩევაზე და ასევე, მისი აღმოფხვრის საკითხებზე“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი დონორი ორგანიზაცია  UN Women-ის წარმომადგენლები.


კომენტარები:

ფართი შოპი