თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი მთავრობის პირობებშიც შეინარჩუნებს. წულუკიანი, აღნიშნულ პოზიციაზე, რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრის პირობებშიც უცვლელია, ის 2012 წლის შემდეგ თანამდებობაზე უცვლელია. ასეთივეა ჯანდაცვის მინსიტრ დავით სერგეენკოს შემთხვევაც.
თეა წულუკიანის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ. საინიციატოვო ჯგუფმა მისი გადადგომის მოთხოვნით აქციაებიც იმართებოდა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა, ცოტა ხნის წინ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.
მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება.