რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველს შეხვდა

14 Sep 2021 17:39

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი პრემიერ მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრობლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გვესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მივიღეთ ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია არის განსაკუთრებული მნიშვნელობის იმისთვის, რომ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკისა და მათი უფლებების და დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ, დავისახეთ პირველი რიგის ამოცანები და დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობა იქნება ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რატი იონათამიშვილმა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი