,,ჩემი სურვილია ახალგაზრდებთან ერთად ვმართო ეს ქალაქი. ჩემი მერობის პერიოდში დაიწყო სტაჟირების პროგრამა ჭიათურის მუნიციპალიტეტში. პროგრამა შეიქმნა ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, რათა მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობა საკუთარ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში" - განაცხადა გივი მოდებაძემ.