სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია თხილის საწარმოში დასაქმებულებს შეხვდა

14 Sep 2021 21:43

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მუნიციპალიტეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თხილის საწარმო „ჯეონათში“ იმყოფებოდა, სადაც საწარმოში მიმდინარე პროცესებს გაეცნო და დასაქმებულებს შეხვდა.


,,საწარმო არსებობის 22 წელს ითვლის. „ჯეონათში“30-მდე ადგილობრივია დასაქმებული, სეზონურად კი -250-მდე. მოხარული ვარ, რომ სენაკში თხილის საწარმოები სრული დატვირთვით და წარმატებულად მუშაობენ, რაც თავისთავად მოიცავს სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას” - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი