„ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმედ აქვს საქმე“ - გიგი წერეთელი

15 Sep 2021 15:03

„სრული პასუხისმგებლობა ამ დანაშაულში, არა ოპოზიციას ან ტელევიზიებს, არამედ ხელისუფლებას ეკისრება.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივანი, გიგი წერეთელი  ტოტალურ მოსმენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს


„დაბალი განვითარების თუ აღქმის პათოლოგიის მქონე უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ პასუხისმგებლობას ოპოზიციას ან ტელევიზიას აბრალებდეს და ხელისუფლებას ვერ ხედავდეს, როგორც მთავარ მწარმოებელს მთელი ამ პროდუქციისა. ეს გარჩევები შიგნით, გადაბრალება, ხელის გაშვერა, მაშინ როცა ჯერ გამოძიებაც არაა დაწყებული, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მძიმედ არის საქმე, სწორედ წაგებისა და შეცვლის შიში ამოძრავებთ მათ, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ.“ - განაცხადა წერეთელმა


შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გავრცელებულ მასალებზე პასუხისმგებლობა თავიანთ განცხადებებში ოპოზიციასა და ტელეკომპანიებს დააკისრეს.


კომენტარები:

ფართი შოპი