"მთელი დღეა ვფიქრობ დავწერო თუ არა, ვერ მოვისვენებ და ამიტომ მოგიყვებით"-თიკა რუხაძე

12 Jul 2018 15:29

"მთელი დღეა ვფიქრობ დავწერო თუ არა.... ზოგადად ამ თემის მიმართ ვარ მოზომილი, უფრო ლოიალური, ვიდრე რადიკალური... რადგან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს, ბევრი ღირსეული ადამიანიც ვიცი და მიყვარს.... მოკლედ ვერ მოვისვენებ და ამიტომ მოგიყვებით.... 


დღეს ორმა უცნობმა რუსმა ქალმა გამაოგნა თავის მშვიდი ცინიზმით. რაღაც თემაზე მთხოვეს და შევხვდი... ერთი საუბრობდა და მეორე ეთანხმებოდა გაღიმებული, რომ საქართველო რუსეთმა გადაარჩინა, ჩვენ მაგრებიო, ყველას ვჭირდებით, რუსები მთელ მსოფლიოში ისვენებენ და აქაც ჩამოვდივართო.... და ასეც უნდა იყოს, რომ ცალმხრივად ჩვენ გვქონდეს უვიზო შემოსვლის უფლებაო, ჩვენ რა ვიცით ცხინვალთან ვინ რას აკეთებს და ოსებზე პასუხს არ ვაგებთო... რასაკვირველია, თქვენმა მონამორჩილმა, პასუხი გავეცი. მაქსიმალურად ვეცადე კორექტული, ცივი და მაინც ღირსეული პასუხი მიმეცა... ყველაფერი ვუთხარი იმის ჩათვლით, რომ 3 თვე ველოდე ვიზის თარიღის ჩანიშვნას და დანიშნულ დროს მისული მხოლოდ 762 ვიყავი ცოცხალ რიგში... რომ დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს იქ, რომ ხალხსა და კულტურას ეს არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ თქოოოოოო და რომ დავცხეეეეეეე(თვითმხილველი დაადასტურებს რომ დავცხე და არ დავაკელი) მშვიდი და ღიმილიანი სახით ყველაფერი ვუთხარი ))) ეტყობა არ ელოდნენ... მეც "ვაზელინის რეალიზატორი" ვეგონე... მათი დაკარგული(потеряный) და სახეზე შემშრალი ღიმილი თვალებიდან არ ამომდის! 


მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულებაც... თუმცა საზღვარი აქვს ყველაფერს! დღეს მათაც ვუთხარი და აქაც დავწერ, რომ ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება გვაქვს და მიმაჩნია, რომ მაქვს საკუთარი ქვეყნის და მისი ინტერესების დაცვის სრული უფლება! სტუმრად, რომ ჩამოდიხარ ალბათ შენი სარკაზმი დომოდედოვოს აეროპორტის камера хранение-ში დროებით დატოვე(მე თბილისის შოთა რუსთაველის აეროში სულ ასე ვაკეთებ))))


აქ საქართველოა... მასპინძლობის სურვილი არ უნდა დაუკარგო ადამიანს და მეგობრობა ორმხრივი და круглосуточный ვიცით თქო! 


ესეც დღევანდელი story... აი ეგრე! რომ დავწერე ამოვისუნთქე.... ეხლა კი წავედი და მშვიდად დავიძინებ".


კომენტარები:

ფართი შოპი