მიხეილ სააკაშვილი: რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას

15 Sep 2021 17:22

რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს კომპანია დღესდღეობით მთლიანად რუსული ეფესბეს მიერ კონტროლდება.


„რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“, – წერს სააკაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი