ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოაგდეს.
როგორც გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, დაშავებული ოპერატორი ქარელის საავადმყოფოში გადაყავთ.
„მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.
ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?
ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream“, - წერს ნიკა გვარამია.