“ყველა სიბინძურის, ბოროტების და გახრწნილების სათავედ ჩამოყალიბდით 9 წლის თავზე. ირაკლი ღარიბაშვილი კი ადამიანების სიცოცხლეზე ნადირობს ”- თაზო დათუნაშვილი

16 Sep 2021 02:21

“როდესაც ბოროტება იკიდებს ფეხს, მაშინ ადამიანები კარგავენ სახეს და ხდებიან ზეზეული ცხედრები, - ასე აფასებს “ლელოს” კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი ქარელში მომხდარ ინციდენტს.

დათუნაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდება არის  ბოროტმოქმედება.


“როდესაც ბოროტება იკიდებს ფეხს, მაშინ ადამიანები კარგავენ სახეს და ხდებიან ზეზეული ცხედრები, რომლებიც არსებობენ, არ ცოცხლობენ. ამ ბოროტებამ დაისადგურა “ქართულ ოცნებაში”. ირაკლი ღარიბაშვილი არის სერიული მკვლელი! ადამიანებზე მონადირე, ამ ბოროტების მთავარი მხედარი.


 სიტყვები არ მყოფნის ამ უსაშველო არაადამიანობის დანახვისას. ქარელის მაჟორიტარობის კნდიდატ ვირთხას და მის ჭინკებს მინდა ვუთხრა - ყველაფრისთვის პასუხს აგებთ, ეს არ შეგრჩებათ, როგორც არასდროს არავის არ შერჩენია ბოროტება ამ ქვეყანაში. 

ყველა სიბინძურის, ბოროტების და გახრწნილების სათავედ ჩამოყალიბდით 9 წლის თავზე. მათ საქციელს გამართლება არ აქვს,”-განაცხადა დათუნაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი