გიორგი გახარია ოცნების ხელმძღვანელებს მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებზე რჩევას აძლევს:„ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ - წარმოუდგენელია. აი ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი“

16 Sep 2021 02:27

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მედიასთან მიმდინარე საკითხებზე კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიამ ოცნების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ სჯობს მის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტული კამპანიებიდან ერთი ამოირჩიონ და ის მიიყვანონ ბოლომდე, თორემ ახალ-ახალი კამპანიების წამოწყების ფონზე მათი უსუსურობა რთული საყურებელია.


„რამდენიმე ბინძური პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს - ერთი იყო, მოდით ნარკოტესტი ჩავაბაროთო და ესე ჰაერში გაისროლეს, მერე თავის ექსპერტებით და პროპაგანდისტული მანქანით - აი ასე, ნელ-ნელა, ირიბად მიუთითეს და ჩემი სახელი და გვარი აღმოჩნდა. 


ამის წინ იყო და სახელმწიფო გადატრიალება მზადდებაო და გახარია სახელმწიფოს ატრიალებდა მიშა სააკაშვილთან და პოლიციელებთანო - პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა.  ახლა თურმე ეს ახალი რაღაც მოიგონეს. ნუ ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ -  წარმოუდგენელია, აი ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი.“ - მიმართავს გიორგი გახარია „ოცნების“ ხელმძღვანელებს.


„ამასთან ერთად, დღეს იყო ძალიან კარგი - აქედან დღევანდელი ოცნების ბოსები გამოვარდნენ და აქ ჩვენ სახელს და გვარებს აბრახუნებენ და იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და ის იქედან კიდევ რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან. “-განაცხადა გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი