გიორგი გახარია: როდესაც პარტიას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს, ეს არის მძიმე შემთხვევა

16 Sep 2021 02:33

მე რაც მოვისმინე, ქართული ოცნების ბოსები ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან - აი, იმის თავიც არა აქვთ რომ პოზიცია ჩამოაყალიბონ. მაგალითად ამბობენ, რომ ამ მასალებში ტყუილ-მართალია. რაც ჩვენ მოგვერგება მართალს დაუძახებენ. აი, ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ გაუგონარია უბრალოდ! სადაც უნდათ, როცა უნდათ, ამას დანაშაულს დაარქმევენენ.“ - ასე აფასებს გიორგი გახარია ქართული ოცნების ხელმძღვანელების მოქმედებებს. 


„ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ინტერესებში იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს - მას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. 


დღეს „ოცნებამ“ , რომელიც ქართული აღარ არის -ეს არის ორგანიზაცია „ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად რომ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს - ეს რესურსი რაღაცით ხომ უნდა ჩაანაცვლოს და სახელმწიფო ინსტიტუტებით ანაცვლებს და ამით სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას - ამ სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. ეს არის ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემა - ამისგან უნდა დავიცვათ  ჩვენ დღეს სახელმწიფო!’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.




კომენტარები:

ფართი შოპი