ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
გუშინ, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.