სოფელ თეკლათში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

16 Sep 2021 13:25

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.


ამჯერად აღდგენითი სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის  დამშრობ მასივზე   მიმდინარეობს.


ექსპლუატაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ თეკლათში  ხე-ბუჩქნარისა  და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით  15 კილომეტრი კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში   60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. აღნიშნული ფართობით დაახლოებით 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.


დამშრობი ქსელის მოწესრიგება საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.




კომენტარები:

ფართი შოპი