„ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ცალკეულ რეგიონზე საუბარი არ გამოდის ადეკვატური თუ გვინდა, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით ნორმალური ცხოვრების შანსი ქონდეთ, პირველ რიგში ქვეყანა უნდა იდგეს ფეხზე“ - გიგა ბოკერია

16 Sep 2021 13:42

„მაია კაციტაძე ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ის არ ეგუება ნიჰილიზმს, რაც დათესა ივანიშვილის რეჟიმმა, წარმატებულია მის სფეროში, აქ არის და მზადაა იბრძოლოს ამ სიტუაციის შესაცვლელად,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ამბროლაურში მერობის კანდიდატი მაია კაციტაძის და ლენტეხი, ონი, ცაგერში მერობის, მაჟორიტარობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა


„ისეთ ადგილას შევიკრიბეთ, ბუნებრივია მოგვინდეს საუბარი იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი, რომ ადამიანებს შემოსავალი და დოვლათი გაუჩნდეთ, საკუთარი შრომით ნორმალური ცხოვრების მიღწევის შანსი ქონდეთ, სამწუხაროდ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ცალკეულ პრობლემაზე ან რეგიონზე საუბარი არ გამოდის ადეკვატური თუ გვინდა, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით დოვლათის შექმნა შეეძლოთ ქვეყანა უნდა იდგეს ფეხზე პირველ რიგში, სანამ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომლის ყველა ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, ივანიშვილის რეჟიმი იყენებს იმ საბჭოთა მორალს, რომ მხოლოდ “თავისიანებს” მიხედოს, ასე ქვეყანა არ შენდება, თუ ადამიანი თანამდებობაზე იმიტომ მოდის, რომ “თავისიანებს” მიხედოს ესეიგი მისთვის ყველა სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემაა გარდა უბრალოდ კორუფცია და ნეპოტიზმი, ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს თუ მის ძალაუფლების შენარჩუნებას დასჭირდა. 


მაია კაციტაძე ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ის არ ეგუება ნიჰილიზმს, რაც დათესა ივანიშვილის რეჟიმმა, წარმატებულია მის სფეროში, აქ არის და მზადაა იბრძოლოს ამ სიტუაციის შესაცვლელად, თითოული მოქალაქის ჩართულობა არჩევნებში იქნება უმნიშვნელოვანესი შეტანილი წვლილი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მე ძალიან არ მომწონს, რომ მოქალაქეებს უყურებენ, როგორც მაყურებლებს და დღევანდელ სიტუაციას აბრალებენ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ამიტომ მინდა გთხოვოთ თქვენ, ვიცი რომ ამ განწყობაზე ხართ, ყველა კომუნიკაციაში აუხსნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ გადაბრალდება სხვას, არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალია.“ - განაცხადა ბოკერიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი