ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, არვილს აშერადენსთან და კომიტეტის წევრებთან

16 Sep 2021 13:47

14 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, არვილს აშერადენსთან და კომიტეტის წევრებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო კულტურის სფეროში კომიტეტებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს. 


მხარეებმა განიხილეს სახელოვნებო განათლების სისტემის მართვასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ლატვიაში არსებული გამოცდილება. კომიტეტების თავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ლატვიის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში.




კომენტარები:

ფართი შოპი