„ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.
რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?
რა დააშავა ამ ადამიანმა?- ეს კითხვა პარტნიორებს კი არა ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში სადაც შედიხარ.
აღარ გეკითხებიან გვეშველება თუ არა რამე, გეკითხებიან- კვირიკაშვილი რატომ წავიდა? მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი.
თუ ვინმე ახსნის რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი...არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან..."