გიორგი გახარია:„არ შეიძლება, როდესაც ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და კომფორტში გინდა ყოფნა და ისეთი გადაწყვეტილების მიღება. მაშინ სახლში უნდა წახვიდე და ბოსტანში იმუშაო, იმიტომ რო შენ აქ პასუხისმგებლობას იღებ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე, სამართლიანობაზე“

16 Sep 2021 14:26

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.


„ასე არ შეიძლება - არ შეიძლება როდესაც შენ ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი , ფინანსთა მინისტრი, არ ვიცი კიდე - სუს-ის ხელმძღვანელი და კომფორტში გინდა ყოფნა და ყოველთვის გინდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც ხვალ და ზეგ ვინმემ პასუხი არ მოგთხოვოს. მაშინ სახლში უნდა წახვიდე და ბოსტანში უნდა იმუშაო, იმიტო რო შენ აქ პასუხისმგებლობას იღებ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე, სამართლიანობაზე და კიდევ ბევრ რამეზე.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.  


გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა, რომ „ოცნების“ ხელმძღვანელებს გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ, პასუხისმგებლობებს გაურბიან, ყოველთვის ყველაფერს სხვას აბრალებენ და ქვეყანა კარგად ან ცუდად კი არ იმართება - არამედ საერთოდ არ იმართება,
„რატო ვამბობ, რომ ოცნება უკვე ქართული აღარ არის - იმიტომ რომ აი ამ ხალხს თავისი სავარძელი უფრო შეუყვარდა, ვიდრე  სამართლიანობის ის ფასეულობები, რითიც ხელისუფლებაში მოვიდნენ -  დამთავრდა, ამის იქით უკვე ზღვარი დასრულებულია.“- განაცხადა გახარიამ.


„20 ივნისის ტვირთი რომ ჩემი სატარებელია მე ერთხელ და ორჯერ ვთქვი და მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტვირთი ისეთი მძიმე იქნება, რომ ვიღაც ოდესმე რაიმე ფორმატში მათქმევინებს,  რომ 20 ივნისის გადაწყვეტილება და პარლამენტის დაცვის ღონისძიება არ იყო სწორი. რა თქმა უნდა სწორი იყო! და თუ ვიღაცას უნდა რომ ამ ქვეყნას და სახელმწიფოს ემსახუროს -  ეს პასუხისმგებლობა, ეს ტვირთი უნდა ატაროს. სხვანაირად არ გამოვა!“ განაცხადა გახარიამ.

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 20 ივნისის განმეორების და იგივე ვითარების შემთხვევაში ანალოგიურად მოიქცეოდა.


„არავის არასდროს, არ აქვს უფლება და ვერაფრით ვერ გაამართლებს ფიზიკურ შტურმს პარლამენტის შენობაზე - ეს უნდა გავიგოთ. სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. 


როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში, რომლესაც უკვე ჰქონდა რამდენიმე გამოცდილება - იგივე პარლამენტში, იგივე შენობაში ფიზიკური შეჭრის და ამით პოლიტიკური ცვლილების ქვეყანაში - როგორ წარმოგიდგენიათ? პირიქით  - კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით - იგივე სიტუაციაში, იგივე მდგომარეობაში გავაკეთებდი იმავეს, იმიტომ რომ ვთვლი , რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა არის დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტი - ის კი არ არის, რომ პოპულიზმით და კეკლუცობით იყოს დაკავებული -  „ვაიმე, ვინმემ რამე არ დამიძახოს“, „ვაიმე მერე რამე ლაქა არ მომეკრას“ - ასეთ ხალხს ხელისუფლებაში არაფერი არ უნდა - ბევრი გვყავს დღეს ესეთები, რომელსაც ძალით ვერ მიაღებინებ გადაწყვეტილებას, ურჩევნია რაღაც დაინგრეს. ესე არ შეიძლება. ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც მიდის სახელმწიფო სამსახურში, უმნიშვნელოვანესია.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი