„ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ დარჩენილი შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატის, ზურაბ ბუცხრიკიძის გამარჯვება, ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბებისა და დაშინების გარეშე გარდაუვალია“ - გიგი წერეთელი

16 Sep 2021 15:21

ევროპული საქართველოს“ ლიდერები თერჯოლაში, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არსებულ გამოწვევებსა და გამარჯვების სტრატეგიებზე ისაუბრეს.


„საზოგადების, შიდა ზეწოლითა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წნეხით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას


„აქ “ევროპულ საქართველოს” ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი და მთლიანად ოპოზიცია არის ძალიან ძლიერი და იმ პოლიტიკურ რეფერენდუმში, რომელიც შედგება 2 ოქტომბერს, აქ უნდა პირწმინდად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, იმისთვის რომ ერთ-ერთი საყდრენი იყოს იმისა თუ როგორ ვაიძულებთ შემდეგ ამ ხელისუფლებას შიდა, ჩვენი მოქალაქეების,საზოგადოების ზეწოლითა და გარედან , ჩვენი პარტნიორების ზეწოლით რომ სწრაფად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს განწყობაა აქ ყველა იმ შეხვედრაზე, რაც ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებთან გვქონდა.“ - განაცხადა ბოკერიამ


„მე მჯერა, რომ თუ რაღაც საოცრება არ მოხდა აქ ძალადობა არ აიყვანეს ზენიტში, გაყალბება და სხვა, წარმუდგენელია რომ ზურაბ ბუცხრიკიძემ არ მოიგოს არჩევნები, როცა ის არის პირისპირ ოცნების კანდიდატთან. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან კარგად ესმით რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ მთელი ეს სიავე, რასაც კი ვხედავთ, მთელი ის ბოროტება სამწუხაროდ, რაც თუნდაც ამ დღეებში გამოჩნდა მოსმენების სახით, ის ზეწოლა, რომელსაც ბევრი მათგანი განიცდის, ის სიღარიბე, სიდუხჭირე და ხალხთან დაშორება, ამის დემონტაჟი, ამის დასრულება უნდა მოხდეს ადგილობრივი არჩევების შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თერჯოლა იქნება ავანგარდი ამ ახალი პროცესის.“ - განაცხადა წერეთელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი