თამარ ტალიაშვილი გალის და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება

16 Sep 2021 17:12

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, გალის და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება.


მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში არის ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან,  ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან.

 

"მოგეხსენებათ, რომ მშობლიურ ენაზე სწავლა არის ბავშვთა უფლებების კონვეციით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  უფლება და, ასევე, საერთაშორისო ნორმებით დაცული პრინციპი.


ძალიან შემაშფოთებელია, ის რომ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს პატარებს გალში  და ახალგორში ეკრძალებათ სწავლა. 


ეს შემაშფოთებელი გარემოება არის, რომლის შესახებაც ჩვენი ხელისუფლება უკვე აქტიურ კომუნიკაციაშია  ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ეს უფლება იყოს აღდგენილი. " - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი