"სმიტების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მამა სასჯელს მეუღლის დაჭრის გამო იხდიდა"

13 Jul 2018 01:10

დიმა ნებიერიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი: 


_დაიწყო მაგდა პაპიძის მეორე სერია,იმ ტიპის სურათების გაზიარებები კრავის გამომეტყველებით,შეთქმულებების თეორიების შეთხზვა და  ველური ფანტაზიები. სახის გამომეტყველებით მკვლელის შეცნობა ადამიანის რა განვითარებას ეტაპს და უნარებს მიუთითებს,ეგ ცალკე ტრაგედია და ცალკე განსახილველი თემაა, ადამიანის გარეგნობის მიხედვით მის დანაშაულისადმი მიდრეკილებაზე მსჯელობა არის მარაზმი და სიბეცე.


1. დანაშაულის იარაღი ნაპოვნია და მაგისია

2. ბავშვი დამარხული ზვავში თავად აპოვნინა

3. შეეშინდა და გაიქცა როცა ქალის გვამი იპოვეს

4. შვიდში როცა ჯერ კიდევ იძახდნენ დაზიანებები არ აღენიშნებათო დედამის დაურეკა და უთხრა - დახოცეს ტურისტებიო

5. პოლიციელებთან აღიარა და გაიგონა იქაურმა მოსახლეობამ


ძებნა დაიწყეს 6-ში და ქალის ცხედარი იპოვეს მაშინვე საღამოს. მამაკაცი ნახეს 7-ში გამთენიისას. 7 ივლისსვე, მამაკაცის ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში უკვე გავრცელდა ინფო, რომ პოლიცია მწყემსის გამოკითხვას აწარმოებდა.ეჭვები მაგ ვაჟბატონის მიმართ გაჩნდა დაუყოვნებლივ, რადგან, სხვებს ჰყავდათ ნანახი ამერიკელებთან. შემდგომში, როგორც მთივლიშვილმა დააზუსტა, მწყემსი მონაწილეობდა ქალის ცხედრის ძიებაში და მისმა საქციელმა ამ დროს ეჭვები ძალიან გააძლიერა. 8 ივლისს მწყემსი უკვე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში აპოვნინებს პოლიციას ბავშვის ცხედარს და იმის მერე სოფელი ერთხმად იწყებს დანაშაულის დეტალების მოყოლას ჟურნალისტებთან, ყველას ნაამბობი გავს ერთმანეთს და ყველა ამბობს, რომ მწყემსმა თავად აღიარა კაცის და ბავშვის მკვლელობა და ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელიც მიუთითა. ბავშვის სხეული დამალული იყო ზვავის ჩამოწოლის მერე დარჩენილ ღრმულში და ზემოდან სიპი ჰქონდა გადაფარებული. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა ამბობდა მწყემსის ნათქვამს-სიპქვეშ შევაცურეო. შემდეგ მთივლიშვილმა თქვა, რომ ალბათ იპოვიდნენ ბავშვს უმაგისოდაც, თუ იმ ადგილების კარგად მცოდნე ხალხი გაჩხრეკდა იქაურობასო, მაგრამ, უფრო მეტი დრო დასჭირდებოდათო. იმან პირდაპირ მიუთითაო. ასევე საინტერესო დეტალია მწყემსის მოძალადე მამა,რომელიც საპატიმროდამ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და სასჯელს მეუღლის დაჭრის გამო იხდიდა. გარდაცვლილ ოჯახს დადებითად ახასიათებს მათი მარნეულელი მეზობლები და ადამიანები რომლებთაც მათთან რაიმე სახის შეხება ქონდათ, წესიერი, განათლებული, მშრომელი. ბრალდებულის მხარეს დგომა რა სახის ემოციით აიხსნება? ეს სამი გარდაცვლილი ადამიანი არ იწვევს ემოციებს იმავე ადამიანებში? მაგრამ სასამართლო ხომ ემოციები არაა და ფაქტებია, თემიდას თვალები ახვეული ამიტომაც აქვს, რომ ფაქტებით უნდა გამოიძიონ და არა ემოციებით.


კომენტარები:

ფართი შოპი