სოფელ დიღომში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16 Sep 2021 17:54

საბურთალოს რაიონის გამგეობა სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. საგზაო სამუშაოები კვირაცხოვლის,  მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.


სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.


პროექტის ფარგლებში, ჯამში, 9240 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება, რომელიც მოიცავს 109 ნომერი საავტობუსო ხაზის მთლიან მოასფალტებას.


ამ დროისთვოის, ასფალტის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.


აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 581 862 ლარია გამოყოფილი.  სამუშაოებს კი, კონტარქტორი კომპანია  „L&L” აწარმოებს.




კომენტარები:

ფართი შოპი