„მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩების მოსმენით, ქართული „სუსი“ ამ სახელმწფიოებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ სუვერენიტეტში იჭრება.“- გიორგი კანდელაკი

16 Sep 2021 18:10

„ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი კანდელაკი ‘სუსის“ მხრიდან პარტნიორი ქვეყნის ელჩების მოსმენებზე გავრცელებულ ინფორმაციას


„როცა ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ უსმენს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მხარდამჭერი და ზოგადად მსოფლიოში მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩებს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და სუვერენიტეტში იჭრება ასე ვთქვათ, რადგან ელჩები წარმოადგენენ თავ-თავიანთ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი იმ ცვლილებაში, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში მიენიჭება პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი.” - განაცხადა კანდელაკმა


ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით ქართული სუსი ფარულად ისმენდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრებსაც.




კომენტარები:

ფართი შოპი