სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუს-ში.