გიორგი გახარიამ სამთავრობო მედიის წარმომადგენლების შეკითხვების საპასუხოდ პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი პარტია დღეს საქართველოში არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით.
ადამიანებზე ძალადობს სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება - ჩვენ ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს არ ვუყენებთ. თუ იძულებული გახდნენ და დატოვეს მე ასე მირჩევნია, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ. ეს ადამიანები ყველა, ვინც დატოვა, ვისაც ძალით დაატოვებინეს, ვინც დააშანტაჟეს მაგალითად, სოციალური დახმარების ჩამორთმევით, ვინც დააშანტაჟეს მაგალითად, შვილისთვის ჩადებით და დაჭერით - მე ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს როგორ დავუყენებ. ეს ადამიანები 2-ში მოვლენ და თავის არჩევანს გააკეთებენ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ
„დღეს თუ თქვენ ნიუსს ქმნით იმით, რომ ორმა ადამიანმა დატოვა პარტია, იცოდეთ ათობით და ასობით გვიერთდება.“- მიმართა გახარიამ სამთავრობო მედიის ჟურნალისტებს.